Home » 2015 » October » 5 » ქმარმა მეუღლეს უთხრა, რომ ის არაფერს აკეთებდა სახლში. ცოლის პასუხმა კაცი დაამუნჯა…
5:43 PM
ქმარმა მეუღლეს უთხრა, რომ ის არაფერს აკეთებდა სახლში. ცოლის პასუხმა კაცი დაამუნჯა…

ეს ისტორია ასე იწყება:
„დღეს საღამოს, ჩემი ქმარი სახლში მოვიდა მაშინ, როდესაც ერთი ბავშვი კალთაში მეჯდა, მეორეს კი ძუძუს ვაწოვებდი. ვცდილობდი, ხელით, რომელიც დაკავებული არ მქონდა, წიგნი გადამეფურცლა და სწორედ ამ დროს, გაისმა ელექტროღუმლის ზარი, რომელიც მამცნობდა, რომ საკვები მზადაა.

ჩემმა ქმარმა შემომხედა და მკითხა:

„დღეს რამე გააკეთე?“

და მაშინვე მისი მოკვლა მომინდა…

ნება მომეცით, მოგიყვეთ, რატომ მივედი აქამდე…

4 წლის წინ, კარგი სამსახური მქონდა, სტაბილური შემოსავალი და მყავდა მანქანა. საღამოობით, ვუყურებდი სატელევიზიო შოუებს, დასაძინებლად კი 9 საათზე გვიან ვწვებოდი. სექსი ხშირად მქონდა… და დავცინოდი იმ ადამიანებს, რომლებიც 3 ბავშვთან და აუტანელ ძაღლთან ერთად მიდიოდნენ არდადეგებზე და ამას დასვენებას ეძახდნენ. ახლა, მე ერთ-ერთი მათგანი ვარ!

რა მოხდა? ჩემი სექსუალური თეთრეული ბამბის საცვლებმა ჩაანაცვლა. საპირფარეშოში შესვლისასაც კი, ჩემი ორივე შვილი უკან მომდევს. რაღა თქმა უნდა, სულ სახლში ვზივარ.

ახლა კი, ვფიქრობ, როგორ ვუპასუხო ჩემი საყვარელი ქმრის შეკითხვას.

გავაკეთე თუ არა რაიმე დღეს?

მგონი, კი. მივირთვი საუზმე ლოგინში ახალგაზრდა სიმპატიურ მამაკაცთან ერთად. რა თქმა უნდა, საუზმე შედგებოდა შვრიის ფაფისგან და თეთრეულში ნაპოვნი 

ორცხობილას ნამტვრევებისგან. შემდეგ, წარმატებით გავრეცხე ერთი უზარმაზარი კალათი სარეცხი.

წავიკითხე 2 თუ 3 წიგნი. შუალედებში, გადავწმინდე მტვერი, დავგავე და ძირფესვიანად დავალაგე სახლი. ვაკოცე პატარებს და მოვწმინდე ცრემლები. შევაქე ისინი, ჩავეხუტე და შევამოწმე ჩემი მოთმინება.

გავაკეთე თუ არა დღეს რაიმე?

დიახ, ახლა უკვე, ნამდვილად მესმის, რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ დედობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სამუშაოა ცხოვრებაში. აქამდე მეგონა, რომ ყველაფერი შემეძლო, მაგრამ 2 წლის ბავშვს იმასაც ვერ ვასწავლი, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ტუალეტი. მანქანას სწრაფად და გატაცებით ვმართავდი, ახლა კი სეირნობაც მეზარება, დავამთავრე უნივერსიტეტი, ვწერდი სტატიებს და რამდენიმე ჯილდოც მაქვს მოგებული, მაგრამ ვერაფრით ვხვდები, როგორ უნდა ამოვიყვანო ხალიჩიდან ლაქები. ჩემს მეგობრებთან ვკამათობდი პოლიტიკის შესახებ, მაგრამ ახლა, მათთან ერთად იმაზე ვმსჯელობ, თუ რომელი ტანსაცმელია უფრო თავისუფალი და მოსახერხებელი.

…და ახლა, ვუპასუხებ ჩემს ქმარს, რომ დიახ, მე გავაკეთე რაღაც დღეს. დღეს უკვე ერთი ნაბიჯით წინ ვარ ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიღწევასთან. მე სასწაულს საკუთარი ხელებით შევეხე, ფაქტობრივად, ორ სასწაულს. ჩემი შვილები ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა, მათი ღირსეულად აღზრდა კი-გამოწვევა. არ მადარდებს, რა პროფესიის იქნებიან ისინი, მთავარია, კარგი ადამიანები იყვნენ. ისინი ჩემი ყველაზე დიდი სიხარულია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ, ღამღამობით, იმედგაცრუების გამო ვტირი.

ასე რომ, დღეს მე ეს შევძელი!”

Views: 852 | Added by: GoGaLa | Rating: 0.0/0
Total comments: 0
avatar
[2015-10-10][სხვა სიახლეები]
20 შეშლილი ადამიანი, რომლებმაც შიშის შესახებ არაფერი იციან... -მეოცე სურათის დანახვისთანავე ისტერიკული სიცილი ამიტყდა... (20 ფოტო) (0)
[2015-12-19][ხელოვნება]
და აქ ყველაფერი დამავიწყდა... 35 სიტუაცია, რომლის დროსაც მოკლეხნიანი ამნეზია დამემართა... (35 ფოტო) (0)
[2015-10-15]
10 ყველაზე საშიში პარაზიტი, რომელიც ადამიანის სხეულში ცხოვრობს... მეხუთე სურათი იმდენად საშინელი და ამაზრზენი იყო დანახვისასაც კი გამაჟრჟოლა (0)
[2015-10-02]
10 ყველაზე სასტიკი ქალი ისტორიაში… მათ მიერ ჩადენილი საზარელი ქმედებები გაგაოგნებთ! -მეხუთე ქალის ისტორიის მოსმენისას ტანში დამბურძგლა და ამ (0)
[2015-12-24][სხვა სიახლეები]
18 წლის ქართველი გოგონას სილამაზემ ინტერნეტსივრცე აალაპარაკა... გავგიჟდი მესამე სურათში ისე ძალიან ჰგავს ირინა შეიკს (19 ფოტო) (0)
[2015-12-16][სხვა სიახლეები]
13 ფოტო, რომელიც დაგიმტკიცებთ, რომ ბინძური აზროვნება გაქვთ. (0)
[2015-10-07]
ყველაზე სექსუალური ქართველი მამაკაცების TOP- 20.... ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ამ სიაში მეთორმეტე კაცი საერთოდ არ უნდა იყოს! (20 ფოტო) (0)
[2015-10-30][სხვა სიახლეები]
ზოგჯერ სიყვარული მართლაც ბრმაა, ანუ როდესაც "გოგო ჯობია". მეექვსე ფოტოზე გულწრფელად დამწყდა გული, როდესაც ეს გოგო ამ ბიჭთან ერთად დავინახე.. (0)
[2015-10-18]
როგორ სჯიდნენ ქალებს ღალატისთვის სხვადასხვა ქვეყანაში... რამხელა სისასტიკეა, განსაკუთრებით კანადური წამება... (0)
[2016-05-23][ცნობილები]
ვარსკვლავები, რომლებიც შიშველი გარუჯვის დროს პაპარაცებმა გამოიჭირეს! (0)
ads

Copyright MyCorp © 2024
Hosted by uCoz