როდესაც საუბარი სექსს ეხება, ადამიანების უმეტესობა უხერხულობას გრძნობს. თუმცა ამაში სამარცხვინო არაფერია. უბრალოდ, ეს ინტიმური პროცესია და ამიტომ საზოგადოებაში ღიად საუბარი არასასურველია.
წარმოგიდგენთ ფაქტებს, რომლებიც გაამდიდრებს თქვენს ცოდნას და, შესაძლოა, თქვენი პარტნიორის უკეთ გაცნობაშიც დაგეხმაროთ.
სექსი ნარკოტიკია.
ენდორფინები, რომლებიც სექსუალური კონტაქტის დროს გამოიყოფა, გავლენას ახდენს ტვინის იმ ნაწილზე, რომლებზეც ნარკოტიკები მოქმედებს, მაგალითად, ჰეროინი.
ძუძუთი კვება და ლიბიდო.
ძუძუთი კვების დროს ქალის ორგანიზმი ისეთივე ჰორმონებს გამოჰყოფს, რომლებიც სექსის დროს გამოიყოფა. ამიტომ ბავშვის დაბადების პირველ თვეებში შესაძლოა, ქალის ლიბიდო დაქვეითდეს.
„ნამდვილი ლომი".
ლომებს შეუძლიათ, დღეში 50-ჯერ დაკავდნენ სექსით. ამიტომ, თუკი თქვენს გარშემო რომელიმე მამაკაცს „ნამდვილ ლომს" უწოდებენ, ეს მის სექსუალურ შესაძლებლობებზე მეტყველებს.
ყავა და სექსი.
მათ, ვისაც ყავა უყვართ, სექსუალური კავშირიც უფრო ხშირად აქვთ და მისგან უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დილას მირთმეული ფინჯანი ყავა ტვინის იმ ნაწილს ასტიმულირებს, რომელიც აღგზნებაზეა პასუხისმგებელი.
პრეზერვატივის გარეშე სექსი უფრო სასარგებლოა.
სასქესო ორგანოების პრეზერვატივის გარეშე კონტაქტის დროს ხდება ჰორმონების გაცვლა, რაც დადებითად მოქმედებს ორივე პარტნიორის ორგანიზმზე. ამასთანავე, მამაკაცისა და ქალის სასქესო ორგანოების მიკროფლორა ერთმანეთს „ეჩვევა", ამიტომ პარტნიორის ხშირი შეცვლა კონტრაცეპციის გარეშე საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ქალის სურვილი.
ქალს რაც უფრო ხშირად აქვს სექსუალური კონტაქტი, მით უფრო ძლიერია მისი სურვილი. ეს დაკავშირებულია მის ორგანიზმში ტესტოსტერონის მაჩვენებლის მომატებასთან. სწორედ ამის წყალობით, ქალი, რომელიც აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას ეწევა, უფრო მიმზიდველი და სასურველი ხდება საწინააღმდეგო სქესისთვის.
მთავარია ხარისხი და არა – რაოდენობა.
მამაკაცს სიცოცხლის მანძილზე, დაახლოებით, 11 სექსუალურ პარტნიორი ჰყავს.
სიყვარული ფულზე.
ყველაზე იაფფასიანი მეძავები ინდოეთის სოფელ პეტრაპოლში ცხოვრობენ. საკუთარი სექსუალური მომსახურებისთვის ისინი მხოლოდ 10 რუპიას იღებენ. (დაახლოებით, 25 ამერიკული ცენტი).
ზომა უმნიშვნელოა.
ბერძნული ქანდაკებების უმეტესობას პატარა სასქესო ორგანო აქვს, რადგან საბერძნეთში დიდი ზომის სასქესო ორგანო სასაცილოდ ითვლებოდა. იმ დროში, სილამაზის წესების მიხედვით, დიდი ზომის პენისის მქონე მამაკაცებს გროტესკულებსა და სასაცილოებს უწოდებდნენ. ამიტომ ადრეულ ხანაში ბერძნები პატარა პენისზე ოცნებობდნენ და ეს „იდეალური" ზომა ბერძნულ ხელოვნებაში, კერძოდ, სკულპტურებში აისახა.
|