დასანანია, რომ "ვია გრა" ქართველი ლამაზმანის გარეშე დაკომპლექტდება, ვფიქრობთ, რომ მისი ვიზუალის დემონსტრირებისთვის ეს კარგი ასპარეზი იქნებოდა; რაც შეეხება მის ვოკალურ მონაცემებზე, ვერაფერს ვიტყვით...
ჟანეტ ქერდიყოშვილის გარეგნობა თავისუფლად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ის ბოლო პერიოდის ყველაზე სექსუალური "მის საქართველოა". მის გამოჩნას თან სკანდალიც ახლდა - განათხოვრობა და რუსეთის მოქალაქეობა, მაგრამ არ ვთვლით, რომ ახლა ამ სკანდალების გახსენება ღირს. ჩვენ თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ყველაზე სასიამოვნოზე - მისი ფიგურის იდეალურ ფორმებზე, რომლებიც ჩვენს ფოტოგალერეაში წარმოდგენილ 16 ფოტოში აშკარად ჩანს.