თბილისში კორპორატიულ ღონისძიებებზე ყველაზე მოთხოვნადი ჯგუფი "დუეტი ჯორჯიაა". შესაბამისად, მათი
ემიგრანტებში ყველაზე მოთხოვნადი შემსრულებელი ლელა წურწუმიაა. მას ყველაზე ხშირად ამერიკაში და ისრაელში მცხოვრები ქართველები იწვევენ. თუმცა რა თანხას შეადგენს წურწუმიას ჰონორარი, უცნობია. ხშირად იწვევენ ისრაელში მომღერალ ნინა წკრიალაშვილს. ემიგრანტებს სკანდალური ნინა განსაკუთრებით უყვართ.
ნინა წკრიალაშვილი:
- ხშირად გიწვევენ კორპორატიულ ღონისძიებებზე?
- გააჩნია. ყოფილა შემთხვევები, როცა 6-7 თვე არ მიმღერია კორპორატულ წვეულებაზე.
- ქორწილებში თუ მღერით?
- ისრაელში ვმღერი ქორწილებში, საქართველოში - არა. არც რეპერტუარი მიწყობს ხელს და იმდენსაც არ იხდიან, რომ ამდენი ნასვამი ადამიანი ავიტანო.
- ჰონორარი რამდენია?
- გააჩნია საღამოს. თანხის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
გია სურამელაშვილი:
- ხშირად მღერით ქორწილებში?
- დიახ, ხშირად მეპატიჟებიან ქორწილებში როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ. იხილეთ სრულად