ბიონსე - მას პირდაპირ არ უთქვამს, რომ პირველი სექსი ქმართან ჯეიზისთან ჰქონდა, მაგრამ როდესაც განაცხადა: „13-დან 17-წლამდე ბოიფრენდი მყავდა, მაგრამ ჩვენ არ გვქონია...
ადრიანა ლიმა - ვიკტორია სეკრეტის ვარსკვლავი, ბრაზილიელი სუპერდმოდელი პირველ საქორწინო ღამემდე ქალიშვილი იყო. ადრიანა ყოველთვის ხმამაღლა აცხადებდა, რომ უმანკოებას მხოლოდ ქორწინების შემდეგ დაკარგავდა. ლამაზმანს 27 წლის ასაკამდე მოუწია ლოდინი.
სელინ დიონი - მან მომავალი ქმარი, პროდიუსერი რენე ანჯელინო 12 წლის ასაკში გაიცნო, მაშინ რენე 38 წლის გახლდათ. 7 წლის შემდეგ ისინი შეყვარებულები გახდნენ და რენემ საყვარელ ქალს სექსის ქორწილამდე გადადება შესთავაზა. გავიდა კიდევ 7 წელი წყვილმა ბოლოს და ბოლოს იქორწინა.
ჯესიკა სიმპსონი - მღვდლის ოჯახში დაიბადა, ამიტომ სექსუალურ ურთიერთობებს ყოველთვის სერიოზულად უყურებდა. ქალიშვილობა კი 22 წლის ასაკში გათხოვების შემდეგ დაკარგა. „ცხოვრებაში ყველაზე მეტად ქალიშვილობის ქორწილამდე შენახვით ვამაყობ“ - აცხადებს ჯესიკა.